აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თბილისის აეროპორტის გაფართოების პროექტი ჩვენთვის დიდი პატივია, 27 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ყველაზე სწრაფი განვითარება საქართველოდან იკვეთება” – ფრენკ მერეიდე 

27 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ყველაზე დიდი, სწრაფი განვითარება საქართველოდან იკვეთება. ვამაყობთ ამ პარტნიორობით, – ამის შესახებ TAV Airports-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ მერეიდემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფრენკ მერეიდემ აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან ვამაყობ, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ ძალიან გვჯერა საქართველოს ზრდის პოტენციალის. იგივე სტრატეგია, იგივე ხედვა გვაქვს ქვეყნის განვითარების მიმართულებით. საქართველო ძალიან ეფექტურად, სწრაფად იზრდება. ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმე შანსი გავუშვათ ხელიდან. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო ჩვენი თანამშრომლობის. არ მავიწყდება, 2021 წლის მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე ვმუშაობდით და მიუხედავად კოვიდისა და იმისა, რომ იმ პერიოდში ინვესტიცია იყო სრული სიგიჟე, მაინც შევძელით ამ პოტენციალის ათვისება.

ახლა უკვე თბილისში ვიწყებთ განვითარებისა და გავრცობის მზადებას. გასულ თვეში მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა.  პრობლემების მიუხედავად, ვნახულობდით, რომ სხვა კომპანიები ცდილობდნენ, დაეცადათ და ენახათ, რა განვითარებას პოვებდა მსოფლიოში ეს მრეწველობა და ინდუსტრია, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ გაფართოება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის. რიცხვებს თუ შევხედავთ, ივნისის მაჩვენებლები ძალიან სწრაფ ზრდას მეტყველებს. 40 პროცენტი იყო ზრდა. ამ გამოწვევების, შესაძლებლობის ათვისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. სწორედ ამიტომ ვართ აქ, ვამაყობთ ამ პარტნიორობით. ჩვენს ქსელს თუ შევხედავთ, 27 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, ყველაზე დიდი და სწრაფი განვითარება საქართველოდან იკვეთება.

უკვე ვხედავთ ამის ნიშნებს. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, საქართველოსთან ძალიან ძლიერი პარტნიორობა უნდა გამოვიყენოთ, ამაზე მოვახდინოთ აპელირება. განსაკუთრებით მადლიერი ვართ პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის ასეთი ხედვის, ტემპისთვის, რომ ყველა შესაძლებლობა იქნას სწორად და სწრაფად გამოყენებული. 2028 წელს უფრო მეტი პოტენციალი ექნება ამ აეროპორტს, მეტი გამტარუნარიანობა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის და დიდი პატივია, რომ თბილისში ვიმყოფები ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა ფრენკ მერეიდემ.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

იტვირთბა....