საქართველოს თავადაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის შვილმა ნათია კიტოვანმა “პარტრიოტთა ალიანსს” აპრილის თვეში თანხა შესწირა. 45 000 ლარი კიტოვანმა ირმა ინაშვილის პარტიას გადაურიცხა.
პარტიაში აცხადებენ, რომ თენგიზ კიტოვანი პარტიის სიაში არ იქნება.
“თენგიზ კიტოვანის „საქართველოს პატრიოტთა ალაიანსის“ საპარლამენტო სიაში ყოფნაზე განხილვა არ ყოფილა და არც წამოჭრილა”. – განუცხადა “აიპრესს” პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ.
შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურმა გუშინ პოლიტიკური პარტიების 4 თვის შემოწირულობები გამოაქვეყნა. შემოწირული თანხის საერთო რაოდენობამ 604 747, 50 ლარი შეადგინა. აპრილში ყველაზე მეტი შემოწირულობა 417 300 ლარი “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო.