ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

,,პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განახლების პრინციპი. ამის გამო, ფრაქციის და პარტიის ლიდერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა სიის სათავეში ადგილი საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს დაუთმონ, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ ქვეყნის რეფორმირებაში.

 

ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის, ან ნებისმიერის სურვილი – აუცილებლად წარმოდგენილი იყოს საპარლამენტო სიის ათეულში, გაზიარებული არ იქნა. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია.

 

ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. ვინც საკუთარი ამბიციებისა და ამით უმეტეს, ათეულში ყოფნის გამო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშვილის ვერ უშველის. ჩვენს მას ქართველ ხალხთან ერთად ოქტომბრის არჩევნებს დავამარცხებთ“, – ნათქვამია განცხადებაში/

 

გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა და ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის შესახებ საგანგებო განცხადება მან, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

იტვირთბა....