აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერებს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 9 ივლისის ღამეს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 12 ნავთობტანკერი დააზიანეს.

ასევე, დარტყმები განხორციელდა საბუქსირო და სატვირთო გემებზე.

„9 ივლისის ღამეს, რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტს დაარტყეს“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში აზოვისა და შავ ზღვებში დარტყმები 36 რუსულ გემზე განხორციელდა.

იტვირთბა....