„არ არსებობს არცერთი მიზეზი, არცერთი არგუმენტი, რომელიც გიორგი ვაშაძის ნაბიჯს გაამართლებს”- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს.
„ეს გადაწყვეტილება არის გამიზნული ქმედება მიშა სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და ემსახურება მხოლოდდამხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესს“- წერს წიკლაური „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვაშაძემ პარტია დატოვა და ახალი ძალის შექმნას აპირებს.
„ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა მივიღეთ, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს.
ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: – გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე“- განაცხადა ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.