ჯანდაცვა

როგორ გავითეთროთ კბილები მარტივად სახლის პირობებში

როგორ უნდა გავითეთროთ კბილები და თან სახლის პირობებში, ეს კითხვა ყველას აწუხებს.

პირველ რიგში საჭიროა სწორედ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი, როდესაც კონკრეტულად კბილების გათეთრება გვინდა აუცილებელია გამოვიყენოთ მაგარი კბილის ჯაგრისი, არც საშუალო და არც რბილი, ისინი მხოლოდ ნადების მოსაცილებლად გამოდგებიან.

კბილების გამოხეხვის დროს, სანამ კბილის პასტას გამოვიყენებთ, თუ კბილებს ჩვეულებრივი სუფრის სოდით გაიხეხავთ და მხოლოდ ამის შემდეგ კბილის პასტით, პირველივე კვირაში გექნებათ საგრძნობი შედეგი. სოდით გამოხეხვა რეკომენდირებულია კვირაში არაუმეტეს 2-3-ჯერ.

ლიმონის წვენი და წყალბადის ზეჟანგი პროპორციებით 3:1. სითხე დავასხან ბამბაზე და გავიწმინდოთ კბილები, 10 წუთის განმავლობაში არ ჩავყლაპოთ ნერწყვი და შემდეგ ჩვეულებრივად გავიხეხოთ კბილები.

აღსანიშნავია, რომ ეს ხერხები კვირაში მხოლოდ 2-ჯერ დაიშვება, რადგან სოდა, ლიმონი და წყალბადის ზეჟანგი, დიდი რაოდენობით, ემალს აზიანებს.

 

 

იტვირთბა....