ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია, მაჭავარიანი, გოგორიშვილი, გაბაშვილი, ბაქრაძე: რატომ დატოვა ვაშაძემ „ნაცმოძრაობა“

 

გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს უპირისპირდება.

როგორც გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს.

“კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: – გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.

მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში, ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით.

მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას ვისთან ერთადაც ვიბრძოდით ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობითვის, დროა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....