ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობა, შესაძლოა, მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდეს

გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობა, შესაძლოა, მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდეს. რესპუბლიკური პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ფემიციდის დეფინიცია უნდა გაჩნდეს და ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში უნდა მოხვდეს.

“ფემიციდი არის ქალის მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა… ჩვენი კანონპროექტით, ფემიციდი, ქალის მკვლელობა, გენდერული ნიშნით ქალის განზრახ მკვლელობა განეკუთნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ჩვენ სასჯელში ვუთითებთ მაღალ სასჯელებს. პირველ ნაწილში ეს არის 11-დან 14 წლამდე, შემდეგ მაკვალიფიცირებელი გარემოებები მოდის და სასჯელის ხანგრძლივობა იზრდება”, – თამარ ხიდაშელი.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან რესპუბლიკური პარტიის წევრები, თამარ ხიდაშელი და თამარ კორძაია.

იტვირთბა....