რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რუსლან ბუსარგინმა ღამით დრონების საფრთხის შესახებ გამოაცხადა, ხოლო მოგვიანებით ადგილობრივ აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა.
„ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ხანძარი სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას გაუჩნდა, რომელიც ამ დრომდე იწვის.
ასევე, მათივე ცნობით, დრონებით თავდასხმა ვორონეჟის ოლქში მდებარე ქალაქ ბორისოგლებსკაზეც განხორციელდა. სავარაუდოდ, ხანძარი ქალაქის აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩნდა.

