აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გაცხადებით, ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა

ბაჰრეინში განგაშის სირენების ხმა ისმის, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას CNN-ი ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაემართეთ უახლოეს უსაფრთხო ადგილისკენ“, – აცხადებენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს სამინისტროს მიერ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გამოქვეყნებული მეორე გაფრთხილებაა.

მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, ბაჰრეინსა და ქუვეითში, აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტის მიმართულებით, რაკეტები და დრონები გაუშვა.

იტვირთბა....