აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-მა, ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის საპასუხოდ, ირანის სამხედრო ობიექტებს დაარტყა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის მიდამოებში ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, ირანის მიერ კომერციულ გემებზე განახლებული თავდასხმების საპასუხოდ.

„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების სერია დაიწყეს, რათა უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეებით დატვირთული კომერციული გემების მიზანში ამოღებისა და თავდასხმებისთვის მძიმე ფასი დააკისრონ მას.აშშ-ის დარტყმები ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფ სამ კომერციულ გემზე თავდასხმების საპასუხოდ განხორციელდა“, – აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

მათი მტკიცებით, ირანის მიერ გამოვლენილი აგრესია იყო გაუმართლებელი, საშიში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა.

ცნობისთვის, ირანმა ორშაბათს და სამშაბათს ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე სამი თავდასხმა განახორციელა.

იტვირთბა....