ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საქართველო “მწვანე ქვეყნების” რეიტინგში 111-ე ადგილზეა

 

იელის უნივერსიტეტმა გარემოს დაცვის იდექსი (EPI) გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 180 ქვეყანას მოიცავს. ქვეყნები კვლევამ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით შეაფასა: სოფლის მეურნეობა, ჰაერის ხარისხი, ბიომრავალფეროვნება, წყლის რესურსებისა და ტყის მასივის ზონები, ასევე სანიტარული ნორმები. ჯამში რეიტინგი 20 ინდიკატორის მიხედვით ქვეყნებს 100 ქულით აფასებს. მსოფლიოს ყველაზე “მწვანე ქვეყნად” ფინეთი დასახელდა, რომლის სარეიტინგო ქულა 90-ია.

კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 3,5 მილიარდი მოსახლე საფრთხის შემცველ ჰაერის პირობებში ცხოვრობს. იმ ადამიანების რიცხვი, კი ვისაც სუფთა სასმელ წყალზე წვდომა არ აქვთ მსოფლიოში 550 მილიონამდე შემცირდა.

საქართველოს ინდექსი 64.96-ია და ამ ციფრით ქვეყანა 111-ე პოზიციას იკავებს. 99-ე ადგილზეა თურქეთი, უკრაინა კი 44-ზე. 37-ე ადგილს იკავებს რეიტინგში სომხეთი, რუსეთი 32-ე, ხოლო აზერბაიჯანი კი 31-ე ადგილზეა. 69-ე ადგილს იკავებს რეიტინგში ყაზახეთი.

საქართველოს “მწვანე ქვეყნების” რეიტინგში უსწრებს ჩინეთი შრი-ლანკა, ინდონეზია, ირანი და ეგვიპტე.

businesscontact.ge

იტვირთბა....