ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საყდრისის აფეთქება და ოქრო არჩევნების დაფინანსებისთვის…“

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე RMG -ის კონტრაქტორიების მიერ “ქართული ოცნების” დაფინანსების საკითხს ეხმაურება. ფანჯიკიძის თქმით, საყრდრისის აფეთქება  არჩევნების დასაფინანსებლად გამოიყენა მმართველმა პარტიამ.

“საყდრისის აფეთქება და ოქროს დაპატრონება არჩევნების დაფინანსებისთვის ყოფილა საჭირო, ნუ რა თქმა უნდა, აბა ამდენი ქველმოქმედების ჩამდენს, ფული ხომ გამოელევა, თუ მხოლოდ ხარჯა? ისე, ჩემო საყვარელო, მოკრძალებულო ადამიანებო, თქვენი თავის ფასიც მინდა შეგახსენოთ, – ყოველ თქვენგანს შესაძლებლობასთან შედარებით, პროცენტულად ნებისმიერ “პოლიტიკოს მეცენატზე” მეტი აქვს დახარჯული თავისი ახლობლისთვის თუ უცნობისთვის ამ ათასი გაჭირვებით სავსე 25 წლის განმავლობაში. სწორედ ამან მოგვიყვანა აქამდე, ერთმანეთს რომ ვაჭმევდით და წამალს ვყიდულობდით, ერთი რომ ლუკმას შოულობდა, ასი ჰყავდა ყველას გამოსაკვები. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ კულტურის ძეგლის აფეთქება ვინმეს “ეკუთვნოდა” ქვეყნისთვის გაწეული რაიმე, ნებისმიერი სიკეთის საფასურად”.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მსხვილ შემწირველებს შორის არიან კომპანია RMG-ის კონტრაქტორი ფირმის – შპს “ჯორჯიან ენერჯის” წარმომადგენლები.

ამ ფირმის 10%-ის მფლობელმა ჰასან ბაირაქთარმა “ქართულ ოცნებას” 15 ათასი ლარი შესწირა; ამას გარდა, ჰასან ბაირაქთარი არის შპს “ა.მ.ბ.”-ს (კომპანია ქვა-ღორღის გადამამუშავებელ საწარმოო ხაზსა და ასევე, ასფალტ-ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობათა ქარხნებს აერთიანებს) 100%-იანი წილის მფლობელი, ხოლო ამ კომპანიამ, თავის მხრივ, სამთავრობო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახალი საწარმო აამუშავა, საინვესტიციო მოცულობით 820,000 აშშ დოლარი.

ბიჭიკო პაიკიძემ, რომელიც შპს “ჯორჯიან ენერჯის” წილის 25%-ს ფლობს – 12 ათასი ლარი. კომპანიის დირექტორმა და ამავე დროს 40% წილის მფლობელმა “ქართულ ოცნებას” 10 ათასი ლარი შესწირა.

შეგახსენებთ, პარტიების დაფინანსების ანგარიში გუშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა. ყველაზე დიდი დაფინანსება აპრილის თვეში “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო.

იტვირთბა....