უკრაინელებმა ოკუპირებულ ლუჰანსკის ოლქში სარკინიგზო ხიდი, ზაპოროჟიეში კი დრონების საცავი დაბომბეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მანამდე უკრაინელებმა თავდასხმა განახორციელეს ქალაქ კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც “ლუკოილს” ეკუთვნოდა. გენშტაბის ცნობით, ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტია რუსეთში.

