აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირად უსაფრთხოებაზე 800-ზე მეტი ადამიანი ზრუნავს – მის მახლობლად აკრძალულია ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების გამოყენება – The Telegraph

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირად უსაფრთხოებაზე 800-ზე მეტი ადამიანი ზრუნავს – მის მახლობლად აკრძალულია ტელეფონების, ელექტრო საათებისა და სხვა ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობების გამოყენება – ამის შესახებ სტატიას გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

მათი ცნობით, პუტინმა უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაზრდა.

პუტინის პირადი დაცვის წევრები რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის აგენტები არიან. უწყებაში 50 000-ზე მეტი ადამიანი მსახურობს, თუმცა უშუალოდ პუტინის უსაფრთხოებაზე 800 ადამიანი ზრუნავს. გარდა პრეზიდენტის უსაფრთხოებისა აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები ზრუნავენ პრეზიდენტის რეზიდენციის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნების უსაფრთხოებაზე.

როგორც The Telegraph წერს, აღნიშნული სამსახურის ოფიცრები სწავლობენ საზოგადოებრივ აზრს პრეზიდენტის შესახებ, მართავენ სამთავრობო კომუნიკაციებს და ოფიციალურად აქვთ მინიჭებული უფლება, რომ “წესრიგის დასაცავად საინფორმაციო ომის საშუალებები გამოიყენონ”.

იტვირთბა....