ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე შესაძლო საფრთხის პრევენციის მიზნით, სამხრეთ კორეა სწრაფად გააფართოებს დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობებს, მათ შორის დაგეგმილია 500 000 „მებრძოლი“ დრონის „გაწვრთნა“.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვართან ახლოს სამხრეთ კორეა ათიათასობით უპილოტო საფრენ აპარატს განათავსებს.
2029 წლისთვის სამხედროები ასევე გეგმავენ 110 000 დრონის წარმოებას არმიაში, საზღვაო ფლოტში, საჰაერო ძალებსა და საზღვაო ქვეითებში გამოსაყენებლად.
„დრონები აღარ უნდა იყოს დანაყოფებში შეზღუდული რაოდენობით გამოყენებული აღჭურვილობა, არამედ უნდ იყოს უნივერსალური საბრძოლო ინსტრუმენტი. ისინი ჯარისკაცებმა უნდა გამოიყენონ, როგორც „მეორე პირადი იარაღი“, – განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ან გიუ-ბეკმა.
ან გიუ-ბეკმა ასევე აღნიშნა, რომ სეული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით შეშფოთების საპასუხოდ სისტემების აწყობისას 100%-ით ადგილობრივად წარმოებულ კომპონენტებს დაეყრდნობა და არა ჩინეთიდან იმპორტს.

