დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კიევში იმყოფება, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპულ უკრაინელ მებრძოლთა ხსოვნის მემორიალთან იმყოფებოდა.
„მადლობას ვუხდი კირსა და დიდ ბრიტანეთს ურყევი პატივისცემისთვის ჩვენი მეომრებისა და ყველას მიმართ, ვინც მსხვერპლი გაიღო უკრაინისა და მთელი ევროპის დასაცავად“, – წერს ზელენსკი X-ზე.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა და კირ სტარმერი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.

