აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ოკუპანტები ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ მათი ლოგისტიკური მარშრუტები უსაფრთხო გასეირნებაა – უკრაინის დრონებს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება აქვს” – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს დრონები აგრძელებ რუსული ტექნიკისა და ოკუპანტების განადგურებას ჩონჰარის რაიონში, ხერსონის ოლქსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმს შორის საზღვარზე, – ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო „ტელეგრამზე“ წერს.

„რატომღაც, ოკუპანტები ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ მათი ლოგისტიკური მარშრუტები ე.წ. სახმელეთო დერეფნის გავლით დროებით ოკუპირებულ ყირიმამდე უსაფრთხო გასეირნებაა. თუმცა, აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის დრონებს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება აქვს”, – აცხადებენ დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია რუსულ სამხედრო სატვირთო მანქანებზე დარტყმები და აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით მიწოდება შეჩერებულია.

იტვირთბა....