ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „მშვიდობის ევროპული ფონდის“ ფარგლებში მოლდოვის რესპუბლიკისთვის 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ.
აღნიშნული დახმარება მიზნად ისახავს მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერასა და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.
დახმარების ეს პაკეტი მოხმარდება მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისთვის საშუალო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემის დაფინანსებას.
აღნიშნული დახმარება ავსებს „მშვიდობის ევროპული ფონდის“ ფარგლებში უკვე გამოყოფილ დახმარების პაკეტებს, რომლებიც მიმართული იყო საჰაერო სივრცის მონიტორინგისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.
ეს მხარდაჭერა მოლდოვის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააუმჯობესონ ოპერატიული ეფექტიანობა და, შესაბამისად, უკეთ დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა.
ამ ახალი დახმარების შედეგად, „მშვიდობის ევროპული ფონდის“ ფარგლებში, ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის გამოყოფილი საერთო მხარდაჭერის მოცულობამ 317 მილიონ ევროს მიაღწია.

