აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს რუსეთის საიდუმლო მიწისქვეშა სამხედრო ჰაბს დაარტყა

NASA-ს FIRMS-ის თანამგზავრულმა მონაცემებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი თერმული ანომალია დააფიქსირა, რაც ძლიერ ხანძარზე მიუთითებს – იუწყება უკრაინული Telegram-არხი Nikolaevsky Vanyok. მათივე ცნობით, სამიზნეს წარმოადგენდა ხერსონის ოლქის სოფელ სტავკიში მდებარე რუსული ნახევრად მიწისქვეშა ლოგისტიკური კომპლექსი, რომელიც გამოიყენებოდა რუსეთის სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად დროებით ოკუპირებულ ყირიმთან – ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს.

ოპერაციაში მონაწილეობდნენ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატების ქვედანაყოფები, მათ შორის ეროვნული გვარდიის „ლაზარის ჯგუფი“ და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების უპილოტო სისტემების 34-ე ცენტრი „ვენომი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტი მოიცავდა სამეთაურო პუნქტებს, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის საწყობებს და სხვა ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, რომლებიც განთავსებული იყო გამაგრებულ ნახევრად მიწისქვეშა ნაგებობებში. წყაროს თანახმად, დარტყმა განხორციელდა რამდენიმე მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალით, რადგან ობიექტების უმეტესობა მიწისქვეშ კარგად იყო დაცული.

Telegram-არხი ასევე აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა განიცადეს ცოცხალი ძალის დანაკარგები, მათ შორის არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები და საბრძოლო კადრები, სავარაუდოდ, მოგვიანებით გამოქვეყნდება.

იტვირთბა....