აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ეს საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას” – თურქეთი შავ ზღვაში თურქეთის სავაჭრო გემზე დრონით თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, შავ ზღვაში თურქულ სავაჭრო გემზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად თურქეთის ორი მოქალაქე დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, თურქულ კომპანიის მფლობელობაში მყოფი გემი ჩერნომორსკის პორტის მახლობლად იმყოფებოდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშრებით შეშფოთება ორივე მხარეს გადაეცა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 22 ივნისის დილით, უკრაინის ჩერნომორსკის პორტთან ახლოს, პანამის დროშის ქვეშ მცურავი თურქული კომპანიის საკუთრებაში არსებული გემი დრონებით დაბომბეს.

„ამ თავდასხმებთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის შედეგად საფრთხეს უქმნის ჩვენს ინტერესებს შავ ზღვაში და რეგიონულ უსაფრთხოებას, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას გადაეცა. შავ ზღვაში სამოქალაქო გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის მხარეს, მიიღონ ზომები რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

22 ივნისს, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად შავ ზღვაში სამი სამოქალაქო გემი დაბომბეს. თურქულ სატვირთო გემზე ეკიპაჟის წევრი, ეგვიპტის მოქალაქე, დაიღუპა. ეკიპაჟის დანარჩენი წევრები, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები, უკრაინის საზღვაო ძალებმა გადაარჩინეს. დანარჩენ ორ გემზე ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

იტვირთბა....