აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინა 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველ ტრანშს 25-26 ივნისს მიიღებს

უკრაინა მაკროფინანსური დახმარების პირველ ტრანშს, 3.2 მილიარდ ევროს, ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ბიუჯეტის ნაწილს, უკრაინის აღდგენის საკითხებზე დაგეგმილი კონფერენციის დროს მიიღებს, რომელიც 25-26 ივნისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება,- ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

„გადაწყდა, რომ 3.2 მილიარდი ევროს ოდენობის პირველი ტრანშის გაცემა აღდგენის საკითხებზე კონფერენციას დაემთხვეს, რომელიც გდანსკში 25-26 ივნისს გაიმართება“, – განაცხადა წყარომ.

ცნობისთვის, მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარცინ პრჟიდაჩმა განაცხადა, რომ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენის საკითხებზე მიმდინარე კვირაში გდანსკში გაიმართება, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მოწვევა არ მიუღია.

იტვირთბა....