ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საიდან და რა ოდენობის შემოწირულობები მიიღეს პარტიებმა აპრილში

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის აპრილში პოლიტიკურმა პარტიებმა 604 526 ლარი ოდენობის შემოწირულობა მიიღეს. აპრილის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა მოქალაქეებმა “პატრიორთა ალიანსს” (268 500.5 ლარი), “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” (149 020) და ახალ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩს” (124 000 ლარი) შესწირეს.

ყველაზე დიდი თანხა “პატრიოტთა ალიანსმა” ვეტერანი ფეხბურთელის მანუჩარ მაიჩაიძისგან მიიღო. მაჩაიძემ ალიანსს 60000 ლარი შესწირა. გიორგი ბურჭულაძემ 50 ათასი ლარი შესწირა “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”. 28 000 ლარი მიიღო “გირჩმა” მიხეილ ჯანიაშვილისგან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „რესპუბლიკურ პარტიას“  80 ლარი, ხოლო პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა საკუთარ პარტიას 100 ლარი შესწირა.

საკუთარ პარტიას ფინანსურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც დაეხმარნენ. პარტიას 100 ლარი სერგო რატინმა და ხათუნა გოგორიშვილმა შესწირეს.

აპრილში შემოწირულობა არ მიუღიათ “თავისუფალ დემოკრატებსა” და “ეროვნულ ფორუმს”.

იტვირთბა....