„მეტრონომთან“ საუბარში ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ოთო გიორგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია და სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ქართულმა დელეგაციამ კოსოვოს უეფა-ში გაწევრიანებას.
გიორგაძის თქმით, კოსოვოს უეფა-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა 24-მა ქვეყანამ, მათ შორის იყო საქართველოც.
შეგახსენებთ, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 55-ე წევრი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბუდაპეშტში, უეფა-ს კონგრესზე გამართული კენჭისყრის შედეგად მიიღეს.
კოსოვოს წევრობას 28 ქვეყნის ფედერაციამ მისცა ხმა.