აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა კიევზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 25

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა და ხანძარი გაჩნდა, მათ შორის საცხოვრებელ შენობებსა და კიევ-პეჩორის ლავრაში, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ამჟამად, კიევში სხვადასხვა ხარისხის დაზიანება 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაფიქსირებული.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 4 ადამიანი და დაშავებულია 25, მათ შორის ორი ბავშვი.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

იტვირთბა....