ოფიციალური პირები საქართველოსთან დღევანდელ სავიზო დიალოგს საკმაოდ უშედეგოდ აფასებენ – ამის შესახებ X-ზე რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს.
ბრიუსელში გუშინ ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგი გაიმართა.
“დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი… მომავალი გვიჩვენებს [იქნება თუ არა] სხვა შეხვედრები. პოზიტიურად ვარ განწყობილი… არ ვიცით ჯერ შედეგები” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ტაბატაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად და რომ საკითხით პოლიტიკური მანიპულირება მიუღებელია.

