აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყირგიზეთი ცდილობს, მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით, ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ვეცდებით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები, სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში.

„გრძელდება ჩვენი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიზიტები ჩვენს ქვეყნებს შორის არასოდეს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მჭიდრო ისტორიული კავშირი ჩვენს ხალხებს და ჩვენს ქვეყნებს შორის. მოხარული ვართ, რომ ახლა შედგა ეს ვიზიტი. ჩვენ ყირგიზეთის პრეზიდენტი მოვიწვიეთ საქართველოში.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმავოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები, სხვა მიმართულებით თანამშრომლობა ყირგიზეთის რესპუბლიკასთან.

ყირგიზეთი სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით ბოლო წლების განმავლობაში. ასევე, ყირგიზეთიც მაქსიმალურად ცდილობს, გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის. ვეცდებით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....