აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა დაკარგეს ბოლო ხიდიც, საიდანაც ანექსირებული ყირიმიდან სამხედრო მომარაგება გადაჰქონდათ

რუსებმა დაკარგეს ბოლო ხიდიც, საიდანაც ანექსირებული ყირიმიდან სამხედრო მომარაგება გადაჰქონდათ – დმიტრო კოციუბაილოს სახელობის პირველი ცალკეული მოიერიშე პოლკის ცნობით, 11 ივნისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა არმიანსკში ხიდს რამდენიმე ზუსტი დარტყმა მიაყენეს.

უკრაინული მედია წერს, რომ თავდასხმის მომენტში არმიანსკში, ხიდთან ახლოს, საბრძოლო მასალითა და საწვავით დატვირთული რუსების 50-მდე სატვირთო იყო გაჩერებული – “ხელახლა დარტყმა აღარც არის საჭირო, რადგან მტრის მთავარი სამხედრო-ლოჯისტიკური მარშრუტი ახლა სრულად პარალიზებულია.” – აცხადებს უკრაინის არმია.

იტვირთბა....