აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თათრეთის რესპუბლიკაში, ნიჟნეკამსკში, რუსეთის დღე ჩავარდა – უკრაინული დრონების თავდასხმის გამო იქ ყველა სადღესასწაულო ღონისძიება გააუქმეს

თათრეთის რესპუბლიკაში, ნიჟნეკამსკში, რუსეთის დღე ჩავარდა – უკრაინული დრონების თავდასხმის გამო იქ ყველა სადღესასწაულო ღონისძიება გააუქმეს.

დარტყმის ქვეშ მოჰყვა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა — „ტანეკო“. ეს საწარმო წელიწადში 17 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს და ქვეყნის ერთ-ერთ საკვანძო ობიექტად ითვლება.

სავარაუდოდ, რუსული საჰაერო თავდაცვის არასწორი მანევრის გამო, ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსს შეეჯახა.

ასევე, 23 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაუქმდა მოსკოვში, წითელ მოედანზეც. რუსული მხარე დეტალებზედ არ საუბრობს, თუმცა Важные истории-ს ინფორმაციით, ღონისძიება სხვა მოედანზე, კულტურულ ცენტრ „მოსსოვეტში“ გადაიტანეს, ხოლო არტისტების სია საგრძნობლად შეამცირეს.

იტვირთბა....