აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში უკრაინელების თავდასხმების ფონზე საწვავზე უზარმაზარი რიგებია

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობბაზებზე უკრაინელების თავდასხმების ფონზე საწვავზე უზარმაზარი რიგებია – ინფორმაციას უკრაინული Telegram არხები ავრცელებენ. 9 ივნისს კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტი დაიწყო.

ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი დაკეტილია, მძღოლები კი საწვავს ეძებენ. რუსული მხარის ცნობით, ამის მიზეზი საწვავზე გაზრდილი მოთხოვნა და საწვავის ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების მასირებულ თავდასხმებია.

საწვავის კრიზისია ანექსირებულ ყირიმშიც, სადაც 30 მაისიდან შეზღუდვები მოქმედებს – ერთ მანქანაზე მხოლოდ 20 ლიტრი ბენზინი გაიცემა.

იტვირთბა....