აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა” – უკრაინული მედია

კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დრონებით თავდასხმის შედეგად, კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

„დრონების ნაწილები აფიპსკში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა“, – განაცხადეს კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქარხნის მახლობლად დრონებისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

იტვირთბა....