აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, სამარაში „კუიბიშევის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, რუსეთის ქალაქ სამარაში მდებარე კომპანია „როსნეფტის“ „კუიბიშევის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს წყარომ განუცხადა, რომ დაზიანდა პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარი, რომელთაგან თითოეული დღე-ღამეში 10 000 ტონა ნავთობს ამუშავებდა.

„როტერის“ ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო, ქარხანამ მუშაობა 18 აპრილსაც შეაჩერა და მას შემდეგ სრული სიმძლავრით აღარ მუშაობდა.

იტვირთბა....