აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, რუსეთი ფინეთის საზღვართან ახალ სამხედრო ბაზას აშენებს

რუსეთი ფინეთის საზღვართან ახალ სამხედრო ბაზას აშენებს – ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათი ცნობით, საბჭოთა კავშირის შემდეგ ეს იქნება პირველი სამხედრო ბაზა, რომელიც ფინეთის საზღვართან – სოფელ ნოვაია ვილგასთან მოეწყობა.

პუბლიკაციის თანახმად, სამხედრო ქალაქის აქტიური მშენებლობა 2026 წლის გაზაფხულზე დაიწყო და კვლავ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, მშენებლობის მასშტაბი “რეგიონისთვის უპრეცედენტოა”, რადგან მანამდე მხოლოდ ძველი, საბჭოთა სამხედრო ობიექტების რეკონსტრუქცია ხდებოდა.

იტვირთბა....