ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საარჩევნო სიები: რატომ არის სიაში 200 ათასით ნაკლები ამომრჩეველი

ამომრჩეველთა სიები იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაუგზავნა. ოპოზიცია აღნიშნული სიით უკმაყოფილოა, რადგან საქსტატის დეპარტამენტის აღრიცხვის მიხედვით, საქართველოში 3 მილიონ 700 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. იუსტიციის სამინისტრო კი ამომრჩეველთა 200 ათასით ნაკლებ რაოდენობას ასახელებს.

საქსტატის დირექტორის მოადგილის, თენგიზ ცეკვავას განცხადებით, განსხვავება იმის გამოა, რომ სიების შედგენისას ორი სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება.

„განსხვავება არის იმის გამო, რომ სიების შედგენისას ორი სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო სიების მომზადებისას აკვირდება ადამიანებს, რომელთაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ვისაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საქსტატი მუდმივ მოსახლეობას თვლის, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე,“- განაცხადა საქსტატის დირექტორის მოადგილემ, თენგიზ ცეკვავამ.

ცეკვავას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღწერის ჩასატარებლად საჭიროა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქსტატის თანამშრომლების შესვლა.

აღნიშნულ სიებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც გამოეხმაურნენ, გია ჟორჟოლიანის თქმით, შესაძლოა ცდომილება მეთოდიკით იყოს გამოწვეული.

„მგონია, რომ საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი სიები  შეესაბამება იმ წესს, რა წესითაც ის უნდა იყოს განსაზღვრული,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გუგული მაღრაძის განცადებით კი, – „ამერიკელები არ ამახვილებენ ყურადღებას იმ  დეტალებზე, ეს იქნება ბიომეტრული, მთავარია წინასაარჩევნო სიტუაცია როგორია. მათ აღნიშნეს, რომ დიდი წინსვლაა იმ მხრივ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაცია არ არის ისტერიული,“- განაცხადა გუგული მაღრაძემ.

იტვირთბა....