აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანის სულიერ ლიდერთან, აიათოლა მოჯთაბა ხამენეისთან შეხვედრა სურს 

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ირანის სულიერ ლიდერთან, აიათოლა მოჯთაბა ხამენეისთან შეხვედრა სურს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა ირანის სულიერ ლიდერს, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მინდა მასთან შეხვედრა. ყველას გაცნობა მინდა. მინდა მასთან შეხვედრა და ალბათ, გარკვეულ მომენტში შევხვდებით კიდეც, იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მოჯთაბა ხამენეი მოლაპარაკებებში ჩართულია და ირანელები მას პატივს სცემენ.

„მე არ მქონია მასთან შეხვედრის პატივი. თუ ისტორიებს დაუჯერებთ, მას ბევრი სხვადასხვა ნაწილი აკლია. ამბობენ, რომ ის თანხმობას იძლევა, რადგან ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში. მამამისი და შემდეგ ის, ვფიქრობ, ეს მემკვიდრეობაა“, – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....