ინდოეთის დედაქალაქში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას ინდური მედიასაშუალება NDTV ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ხანძარი ნიუ-დელის სამხრეთში, მალვია ნაგარის უბანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს გაუჩნდა.
პოლიციის განცხადებით, 40 ადამიანი გადაარჩინეს და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარი სასტუმროს პირველ სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

