აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გერმანია ევროკავშირს უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას სთავაზობს

გერმანია ევროკავშირს უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას სთავაზობს, – ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა წინადადება წამოაყენა, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებში უკრაინისთვის პირდაპირი როლის მინიჭებას ითვალისწინებს, თუმცა ეს სრულ გაწევრიანდებამდე შუალედური ნაბიჯი იქნება.

მერცის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასრულების მიზნით შეთანხმების მიღწევას ხელს შეუწყობს.

გერმანიის კანცლერის წინადადება უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც უკრაინელი ოფიციალური პირები ევროკავშირის სამიტებსა და მინისტერიალებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ, თუმცა ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ.

ასევე, მერცი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს „პოლიტიკური ვალდებულების“ აღებას სთავაზობს, რომ ურთიერთდახმარების პუნქტი უკრაინაზეც გავრცელდეს, „რათა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია შეიქმნას“.

„ჩემი წინადადება უკრაინის კონკრეტულ ვითარებას ასახავს, რომელიც ომშია. ეს ხელს შეუწყობს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია მერცის წერილში.

იტვირთბა....