აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიტანულმა რადიოსადგურმა Radio Caroline-მა ჩარლზ III-ს გარდაცვალება შეცდომით გამოაცხადა

ბრიტანულმა რადიოსადგურმა Radio Caroline-მა ჩარლზ III-ს გარდაცვალება შეცდომით გამოაცხადა.

“ვწუხვართ ჩვენს მთავარ სტუდიაში მომხდარი კომპიუტერული შეცდომის გამო, შემთხვევით გააქტიურდა პროცედურა „მონარქის გარდაცვალება“, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ყველა სადგურს მზადყოფნაში აქვს და იმედოვნებს, რომ არ დასჭირდება. ამის გამო, სამშაბათს შეცდომით გამოცხადდა, რომ მისი უდიდებულესობა მეფე გარდაიცვალა.

ამის შემდეგ Radio Caroline დადუმდა, როგორც ეს წესით იყო გათვალისწინებული, რამაც მიგვახვედრა, რომ მაუწყებლობა უნდა აღგვედგინა და ეთერში ბოდიში მოგვეხადა.

Caroline-ს ყოველთვის სიამოვნებით აშუქებდა მისი უდიდებულესობა დედოფლის, ახლა კი მეფის საშობაო მიმართვებს და ვიმედოვნებთ, რომ ამას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გავაკეთებთ.

ბოდიშს გიხდით მისი უდიდებულესობა მეფისა და ჩვენი მსმენელების წინაშე გამოწვეული შეშფოთებისთვის” – ნათქვამია რადიო Caroline-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში.

იტვირთბა....