რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, მოსკოვი ვერ მიიღებს იმ მიმართულებას, რომელსაც დღეს სომხეთის ხელმძღვანელობა მიჰყვება. მისივე თქმით, რუსეთი სომხეთს ახსნას სთხოვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებას ირჩევს ქვეყანა.
“მოსკოვი ვერ მიიღებს სომხეთის ხელმძღვანელობის ამ მიმართულებას – განსაკუთრებით კი იმას, რომ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობას ინარჩუნებს მანამ, სანამ ევროკავშირის წევრობაზე არ გადავა. ასეთი მიდგომები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია” – ამბობს გალუზინი.

