აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის ქალაქ სიზრანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა – არიან დაღუპულები

რუსეთის ქალაქ სიზრანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამ” არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

მანამდე, სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა „დრონების საფრთხის“ და საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გამოაცხადა.

სამარის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები სიზრანს დრონებით უტევენ. სამწუხაროდ, მტრის არაადამიანური ქმედებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე, არიან დაშავებულები“, – აღნიშნა გუბერნატორმა.

იტვირთბა....