ირაკლი ზარქუა ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას გარე ძალებსა და ე.წ. „დიფ სთეითს“ უკავშირებს. მისი მტკიცებით, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების შედეგი არ არის და მსგავსი სქემა სხვადასხვა ქვეყანაში ხელოვნურად საზოგადოების გაყოფას ემსახურება.
ზარქუას მტკიცებით, პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომლებიც, მისი თქმით, უცხოური დაფინანსებით მოქმედებენ.
“საქართველოში ეს პოლარიზაცია უკვე მწვერვალებს იპყრობს და ეს არ არის ქართული ხელწერა მხოლოდ. ეს არის იმ დიფ სთეითს რასაც ვეძახით, ყველა ქვეყანაში, მემარცხენე ფლანგის ხელოვნურად საზოგადოების გახლეჩვის,დ აყოფის მცდელობები და საქართველოში ეს ძალიან იგრძნობა. ამის ავტორი არის სწორედ ის ორგანიზაციები და ის საერთაშორისო ენჯეოშნიკები, ვინც ფინანსდებიან გარე ძალებისგან, მათ შორის ევროკავშირის და მათ შორის სხვა ქვეყნებიდანაც. ამის ლუსტრაციაა ეს, მეტი არაფერი. ამას რა ტრაგედიები მოჰყვა საზოგადოებაში, ხომ? ოჯახი ოჯახს დაუპირისპირდა, მეზობელი მეზობელს… ჩვენ, პოლიტიკოსები ცალკე თემაა, უბედურებები ტრიალებს. ამასთან დაკავშირებით სწორი პოზიცია აქვს სახელმწიფოს და თქვა, რომ დიახ, ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ, ჩვენ პრევენცია უნდა მოვახდინოთ, რომ ეს უბედურებები რამენაირად გავანელოთ და შევაჩეროთ” – ამბობს ზარქუა.

