ევროკავშირში აშშ-დან ექსპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ტარიფების გაუქმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პრესრელიზის თანახმად, ასევე შეთანხმდნენ, ევროპულ ბაზარზე დაუშვან ამერიკული ზღვის პროდუქტებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარკვეული სახეობები.
ახალი ზომები ძალაში 2029 წლის მიწურულამდე იქნება.
აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმებას 2025 წლის ივლისში მოეწერა ხელი. ამ შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონი შეინარჩუნებს 15%-იან სატარიფო გეგმას ევროპიდან იმპორტირებულ საქონელზე, გარდა ფოლადისა, რომელზეც 50%-იანი ტარიფი ვრცელდება.

