რუსეთი, კიევის აგრესიული რიტორიკის ფონზე, გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იქამდე, ვიდრე თავის მიზნებს არ მიაღწევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ზელენსკის აგრესიული განცხადებების ფონზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იქამდე, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

