ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ნაწილში საჰაერო განგაში გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც საზღვართან ახლოს საჰაერო სივრცეში დრონი დააფიქსირეს,- ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დრონი, სავარაუდოდ, ბელარუსის მხრიდან მიფრინავდა.
დრონის საფრთხის ფონზე ვილნიუსის აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.
მოგვიანებით, ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გაუქმდა, ხოლო დრონის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ.
ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. ასევე, საჰაერო განგაშის დროს ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და სეიმის წევრები თავშესაფრებში იმყოფებოდნენ.

