აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კონგოში ებოლას ვირუსმა სულ მცირე 131 ადამიანი იმსხვერპლა

კონგოში ებოლას ვირუსმა სულ მცირე 131 ადამიანი იმსხვერპლა – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში 513 სავარაუდო შემთხვევაა დაფიქსირებული.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ებოლას გავრცელების არეალი გაიზარდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ებოლას 2 შემთხვევა დაფიქსირდა უგანდაშიც – 1 კი გარდაიცვალა.

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ებოლას ამჟამინდელი შტამის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.

იტვირთბა....