აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა – Bloomberg-ის ცნობით ლიცენზია, რომელიც სანქცირებული ნავთობის ნაწილის გაყიდვის უფლებას იძლეოდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არ გაახანგრძლივა.
ირანში მიმდინარე ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკადით გამოწვეული საწვავის კრიზისის ფონზე, ვაშინგტონმა ორჯერ – მარტსა და აპრილში, იმ ნავთობის ექსპორტი დაუშვა, რომელიც უკვე დატვირთული იყო ტანკერებზე.
რუსული ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული სანქციების საგამონაკლისო პერიოდის ვადა 16 მაისს ამოიწურა და შტატებმა ის აღარ გაახანგრძლივა.

