საზოგადოება

რატომ დატოვა ნიკა გვარამიამ X ფაქტორი: გვარამია გაბუნიას წინააღმდეგ

მომავალი კვირიდან X Factor-ის დაძაბული, ოთხი სკამის ეტაპი იწყება, რომელშიც საუკეთესო ათეულები სკამის შესანარჩუნებლად მონაწილეებმა უნდა იბრძოლონ.

ოთხი სკამის ჩაწერისას, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც გვარამიამ ემოციები ვერ გააკონტროლა და პროექტი დატოვა.

კონფლიქტის მთავარი მიზეზი გიორგი გაბუნიას კატეგორიის ერთ-ერთ მონაწილე, მალიბუ ტუღუში გახდა. როგორც ცნობილია, ნიკა მალიბუს პროექტში დარჩენის წინააღმდეგი იყო, გიორგიმ კი, ის მომდევნო ტურში გადაიყვანა, რამაც გვარამია იმდენად გააბრაზა, რომ მალიბუს „ირინა ალეგროვა“ უწოდა და პროტესტის ნიშნად პროექტი დატოვა.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად OK! მალიბუ ტუღუშს დაუკავშირდა,  „ნიკას მხრიდან როგორი რეაქციაც წამოვიდა, რა თქმა უნდა, არ ველოდი, რადგან ის, რომ მე იმ სცენაზე ვიდექი, ფაქტობრივად, ეს ნიკას დამსახურება იყო. ადეკვატურობაზე არ ვისაუბრებ. რაც შეეხება იმას, თუ მე როგორ მივიღე ეს საქციელი, ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ამას დიდი ზეგავლენა არ მოუხდენია ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ნაკლებად ველოდი ნიკასგან ასეთ შეფასებას. ჩემი ცრემლები კი, ზუსტად ჩემმა ბრძოლისუნარიანობამ გამოიწვია. ის ცრემლები იყო ჩემი სიტყვები, რასაც მე იმ წამს ვიტყოდი – მე ბრძოლას არ შევწყვეტ“.

 

იტვირთბა....