“ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები და თითოეული ქვეყნის წარმატება მეორისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს” – სი ძინპინი ტრამპს.
“ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები და თითოეული ქვეყნის წარმატება მეორისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს. ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა მთელ მსოფლიოს სარგებელს მოუტანს. თანამშრომლობისას ორივე მხარე იგებს, დაპირისპირებისას კი ორივე წაგებული რჩება. ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები… მინდა, პრეზიდენტთან აზრები გავცვალო ორივე ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებზე, ერთად ვმართოთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების უზარმაზარი გემი. დაე, 2026 წელი გახდეს ისტორიული და გამორჩეული წელი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში – წელი, რომელიც წარსულს გააგრძელებს და ახალ თავს გახსნის“ [საზმაუს თარგმანი] – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას.
აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პეკინში გუშინ ჩავიდა. სი ძინპინისა და მისი შეხვედრა ცოტა ხის წინ დასრულდა.

