პეკინში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა დასრულდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ ჩაიარა მოლაპარაკებებმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „შესანიშნავად“.
„შესანიშნავი ადგილია. ჩინეთი ულამაზესია“, – აღნიშნა ტრამპმა.
პეკინის დიდ სახალხო დარბაზში გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერებმა ცის ტაძარი მოინახულეს.

