აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსების იერიშების შედეგად კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა

რუსების იერიშების შედეგად კიევში ერთი ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავებულთაგან 20 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ერთი ბავშვია.

რუსული ძალების დარტყმების შედეგად დარნიცკის რაიონში საცხოვრებელი შენობის ნაწილი ჩამოინგრა.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ შენობის ნანგრევებიდან 27 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს, თუმცა შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ.

იტვირთბა....